ღორების რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომი – ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს აბორტი, მკვდარი გოჭების შობადობა, ნაადრევი ან დაგვიანებული მშობიარობა, სასუნთქი ორგანოების დაზიანება და სილურჯე, ძირითადად ყურების არეალში. დაავადების აღმძვრელია რნმ – შემცვლელი ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება არტევირუსების გვარს.

  ვირუსი ძალიან მგრძნობიარეა გარემო პირობებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. ასევე ვირუსს ახასიათებს მუტაციის დიდი შესაძლებლობა. ვირუსის გააჩნია მსგავსება ალვეოლურ მაკროფაგებთან, რომლებიც მოთავსებულები არიან ფილტვებში. მაკროფაგები – იმუნური სისტემის ნაწილია, რომლებიც შთანთქავენ და ანადგურებენ ორგანიზმში მოხვედრილ ბაქტერიებს და ვირუსებს. ვირუსი მრავლდება მაკროფაგების შიგნით, რის შედეგად კლავენ მაკროფაგებს და ასუსტებენ ზოგად იმუნიტეტს (იმუნოსუპრესია). ის ანადგურებს მაკროფაგების სრული შემცველობის 40%-მდე რაოდენობას. შედეგად ვიღებთ დასუსტებულ ორგანიზმს, რომელიც მარტივად ამთვისებელია სხვადასხვა ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებების მიმართ.  ვირუსი აღწევს პლაცენტიდან და ასნებოვნებს ნაყოფს 70 დღის ასაკიდან და იწვევს აბორტს, მუმიფიცირებულ ნაყოფს და მკვდარი ნაყოფის შობას. ფერმაში მოხვედრისას ვირუსი ჩერდება მანდ და ასნებოვნებს მთელ სულადობას.

გავრცელების გზები

 ვირუსი ვრცელდება ცხვირის გამონადენით, ნერწყვით, ფეკალით და შარდით. ზრდასრული ღორი ავრცელებს დაავადებას უფრო სწრაფად ვიდრე ახალგაზრდა. ვირუსი აზიანებს ნაყოფს საშუალოდ ორსულობიდან 70 დღის შემდეგ და ასევე ვრცელდება დედის რძიდან. გამავრცელებელი:

  • დაავადებული და დაავადებამოხდილი ღორები;
  • აირ-წვეთოვანი გზით (არაუმეტეს 3 კილომეტრი)
  • მექანიკური გზა ფეკალის, მტვრის,
  • დაბინძურებული აღჭურვილობის მეშვეობით;
  • დაბინძურებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
  • ტრანსპორტი, განსაკუთრებით ცივ პერიოდში;
  • ხელოვნური განაყოფიერების გზით (თუ ღორის სისხლში მოთავსებულია ვირუსი);
  • ვირუსი ასნებოვნებს მთელ სულადობას, სულადობის, იმუნური სტატუსის და შენახვის ტიპის მიუხედავად.

კლინიკური ნიშნები

სიმპტომები მკვეთრად განსხვავდება შტამების მიხედვით. სხვადასხვა ფერმებში კლინიკური სიმპტომები ვლინდება არაერთგვაროვნად. მაგალითად, ერთ მეურნეობაში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული სიმპტომები, ხოლო მეორე მეურნეობაში უშუალოდ რეპროდუქციული – აბორტები, მაგრამ რაც უფრო მაღალია ღორების გუნდის იმუნური მაჩვენებელი, მით უფრო მარტივ სიმპტომებს ავლენს ვირუსი.

დაჯგუფებული სიმპტომები

დედა ღორი – მადის დაკარგვა, სხეულის ტემპერატურის მომატება, აბორტი, განსაკუთრებით მაკეობის ბოლო ეტაპზე. შესაძლოა გამოვლინდეს სილურჯე ყურებზე, ხველა და რესპირატორული ნიშნები. მატულობს მკვდარშობილი და დასუსტებული გოჭების რაოდენობა.

გოჭები – დიარეა, სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვა, მატულობს რესპირატორული ინფექციების რაოდენობა.

ღორები – მადის დაკარგვა, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე, ლიბიდოს დაკარგვა, განაყოფიერების მაჩვენებლის დაქვეითება, სპერმის მაჩვენებლის დაქვეითება, გოჭების რაოდენობრივი შემცირება განაყოფიერების შემდეგ.

ზოგადი სიმპტომები

  • ორსულობის დროს მადის დაკარგვა
  • წყლის უარყოფა
  • ნაადრევი მშობიარობა
  • კანის გაუფერულება, სილურჯე
  • დასუსტებული ზოგადი მდგომარეობა
  • რესპირატორული (სასუნთქი გზების) დაავადებების ნიშნები
  • მუმიფიცირებული გოჭები, ხშირად კვდებიან ორსულობის ბოლო პერიოდში
  • მკვდარი გოჭების შობადობა იზრდება 30%-ით
  • დასუსტებული ახალშობილი გოჭები

პროფილაქტიკა და მკურნალობა

მკურნალობა ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული არ არის. ბიოუსაფრთხოების ნორმები ჯერ-ჯერობით რჩება დაავადების პრევენციის საუკეთესო გზად. პროფილაქტიკის მიზნით დროულად ჩაატარეთ ვაქცინაცია.

  • სასურველია ფერმაში სითბოს შენარჩუნება მთელი მაკეობის განმავლობაში, არანაკლებ 23 გრადუსისა
  • იზრუნეთ დამატებით ქვეშსაგებზე (სასურველია ნახერხი)
  • დაამონტაჟეთ დამატებითი თბო ნათურები სითბოს შესანარჩუნებლად.