ალტერნატიული დასახელება: მე-2 ტიპის ცირკოვირუსი

დაავადების აღმძვრელია ვირუსი Circoviridae გვარიდან. არსებობს არაპათოგენური ცირკოვირუსის ტიპი (ტიპი-1) და პათოგენური (ტიპი-2), რომელიც მრავლდება ლიმფური კვანძების უჯრედებში. კლინიკურად დაავადება აზიანებს ღორებს ასხლეტიდან-გამოკვების პერიოდში და იწვევს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. ვირუსი გამძლეა გარემო პირობების მიმართ, მრავლდება იმუნური ორგანოების უჯრედებში. ორგანიზმში ის კონცენტრირდება ელენთაში, ლიმფურ კვანძებში, ალვეოლურ მაკროფაგებში.

წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ვირუსს გარემო პირობების და დეზინფენქტანტების მიმართ. მაგალითად ფორმალდეჰიდის ფუმიგაცია 24 საათის განმავლობაში არ ინაქტივირებს ვირუსს.

  სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს ნელი მსვლელობა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი. ძირითადად ვლინდება 6-8 კვირის ასაკში. ასხლეტილი გოჭები კარგავენ წონას და ნელ-ნელა უძლურდებიან. შესამჩნევია უხეში ბალანი, უფერული ან მოყვითალო კანი, უეცარი სიკვდილი, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება განსაკუთრებით უკანა კიდურებს შორის. ხშირ შემთხვევაში თანდაყოლილია დიარეა. შესაძლოა გაჩნდეს სუნთქვის პრობლემები და პნევმონია. კოორდინაციის დაკარგვა, სიკვდილიანობის ინდექსი  ასხლეტის შემდეგ მერყეობს 10-30%, ხოლო ზრდასრულ ღორებში სიკვდილიანობა აღწევს 10%-ს. დაავადების განვითარებასთან ერთად ჩნდება წითელ-იასამნისფერი სხვადასხვა ზომის და ფორმის ლაქები მუცელზე, ბარკლებზე, წინა კიდურებზე და ზურგზე. ძირითადად მსგავსი ლაქების მქონე ღორები კვდებიან. ზოგადი მდგომარეობიდან შესამჩნევია – სხეულის ტემპერატურის აწევა, წონის დაკარგვა, აბორტი, რეპროდუქციული სისტემის საერთო პრობლემები.

ცირკოვირუსის გამოვლინებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

  • მონობლოკური სტრუქტურით აშენებული შენობა
  • დასმის მაღალი სიმჭიდროვე
  • მიკოტოქსინების არსებობა საკვებში
  • გამოზრდის სამფაზიანი სტრუქტურა
  • გოჭების დამუშავება და ვაქცინირება 60 დღემდე ასაკში

ძირითადი კლინიკური ნიშნებია ზრდაში და განვითარებაში ჩამორჩენა. ასხლეტიდან 2-3 კვირის შემდეგ გოჭები ცუდად იკვებებიან, ჯგუფდებიან, კანის ფერი კი მუქდება:

კანზე ვითარდება მცირე გამონაყარი, რომელიც უერთდება მუცლის და უკანა კიდურებს შორის მონაკვეთში

ვითარდება რესპირატორული სინდრომი, აღნიშნული სიმპტომები ვითარდება მიკოპლაზმოზის ფონზე, განსაკუთრებით შერეული ტიპის.

მეღორეობის კომპლექსებში, სადაც ხდება მიკროკლიმატის და ბიოუსაფრთხოების კონტროლი, ასევე გამოიყენება მაღალი გენეტიკური მაჩვენებლების ღორები დაავადება ვითარდება სხვანაირად: შესამჩნევია კონიუქტივიტი, მასიური ყურების ნეკროზი

პათანატომიური ცვლილებები

ლეში გამოფიტულია, ანემიურია, მოყვითალო ან ჭუჭყიანი-ნაცრისფერი ფერისაა, კანზე შესაძლოა გამონაყარი

გამონაყარი ვითარდება სისხლძარღვების ანთების გამო, რაც იწვევს კანის ნეკროზს. ლაქის დეტალური დათვალიერებისას ცენტრში შესამჩნევია ნეკროზული კერა. გაკვეთისას აღინიშნება ლიმფური კვანძების ანთება, ძირითადად დაავადების ახალ ეტაპზე ლიმფური კვანძები გადიდებულია და რუხი-მოყვითალო ფერისაა

დაავადების განვითარებასთან ერთად იცვლება ლიმფური კვანძების შეფერილობაც და ის იღებს მოწითალო ფერს

განსაკუთრებით დამახასიათებელია ფეხებს შორის მოთავსებული ლიმფური კვანძების ანთება და შეფერილობა

განსაკუთრებულ შემთხვევაში ვიზუალური მხარე ემსგავსება ჰემატომებს

დაავადების დაწყებით სტადიაში შეიმჩნევა ფილტვების ანთება და შემდგომი გართულება კონსისტენციის გამაგრებით. ელენთის ცვლილებები განსხვავებულია. ძირითადად ის ზომაში გადიდებულია და შეიმჩნევა ანთებითი პროცესები.

ღვიძლი ზომაში მომატებულია და შეიმჩნევა სისხლჩაქცევები და ჰემორაგიული ინფარქტები.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები

პროფილაქტიკის ძირითადი საშუალება არის ბიოუსაფრთხოების მაღალი ნორმების დაცვა და სისუფთავის შენარჩუნება ფერმაში. აუცილებელია ღორის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა. საკვებში მიკოტოქსინების მკაცრი კონტროლი. არ არის რეკომენდირებული გოჭი აიცრას 60 დღემდე ასაკში, განსაკუთრებით ცოცხალი ვაქცინებით. უმჯობესია გამოყენებული იყოს ქსოვილოვანი ვაქცინა. მაგრამ, ვირუსი ძალიან გამძლეა ინაქტივირების წინააღმდეგ, ამის გამო აუცილებელია ვაქცინაციის წესების დაცვა და რადიკალურად აკრძალულია ღორების ვაქცინაცია უხარისხო ვაქცინით.