ღორის კლასიკური ჭირი ეკონომიკური თვალსაზრისით, მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსულ დაავადებას. კლასიკური ჭირი არის მაღალკონტრაგიოზური (მაღალ გადამდები) ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ჰემორაგიული დიათეზი (სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეკროზული ცვლილებები და ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით. გადარჩენილი ცხოველები რჩებიან ვირუსმატარებლებლად. ამ დაავადებით ავადდებიან არა ვაქცინირებული ღორები, ასაკის მიუხედავად.

დაავადების გავრცელება

 დაავადებული ცხოველიდან ვირუსი გამოიყოფა ფეკალთან ერთად, სეკრეტთან ერთად და მშობიარობის დროს მომყოლ ლორწოსთან ერთად. ვირუსი გამძლეა მაღალი და დაბალი ტემპერატურების მიმართ, დიდი ხანი აქტიურობს გარემო პირობებში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის დროს. ასევე დაავადება ვრცელდება საკვებთან, წყალთან, მოვლა-შენახვის ნივთებთან ერთად.

 დაავადების გადამტანია დაავადებული და დაავადებამოხდილი ღორი, რომელიც რჩება ვირუსის მატარებელი დაავადების მოხდის შემდეგაც. ვირუსი გადადის ალიმენტარული, აირ-წვეთოვანი და ასევე ვერტიკალური (დედიდან-ნაყოფში) გზით.

კლინიკური სიმპტომები

  • უმადობა
  • სუნთქვის აჩქარება
  • კონიუქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსების ანთება)
  • ტემპერატურა 40 o C მაღალი.
  • კანზე ღია წითელი ლაქები
  • (თითის დაჭერით ლაქები და უფერულდება)
  • მუცლის და ყელის მიდამოს გალურჯება.
  • ყურის ბოლოების ნეკროზი.
  • ღებინების პოზა.
  • ფაღარათი.
  • რორები წვანან.

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-10 დღე. დაავადება მიმდინარეობს ზემწვავე,მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებში. ზემწვავე ფორმა გვხვდება ძალიან იშვიათად და მხოლოდდამხოლოდ გოჭებში. ცხოველი კვდება 1-2 დღეში. მწვავე მიმდინარეობის დროს, რომელიც ხშირად გვხვდება ცხოველებში, სხეულის ტემპერატურა იწევს 40,5-41°С.-მდე. 2-3 დღის შემდეგ შესამჩნევია დათრგუნული ხასიათი, სისუსტე, საკვებზე უარის თქმა, ღებინების შეგრძნება ან ღებინება. ყურებზე და კიდურებზე ჩნდება წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომლებიც ერთიანდებიან და ქმნიან მუქი წითელი ფერის ლაქებს. იშვიათი არ არის როდესაც ყურის, სასქესო ორგანოების, მუცლის მიდამოში ვითარდება სილურჯე, რაც მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას. დაავადებულ ცხოველში აღინიშნება ძლიერი ცხელება. წერტილოვანი სისხლჩაქცევები არის დაავადების ყველაზე ხშირი მაჩვენებელი. ასევე დაავადებულ ცხოველში ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და კუჭის შეკრულობა, რომელსაც შემდგომ მოყვება ფაღარათი.

  სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია ღორის ასაკსა და ვირუსის ვირულენტობაზე. ხშირად ახალგაზრდა ცხოველებში დაავადება მიმდინარეობს უფრო მწვავედ ვიდრე ზრდასრულში. ზრდასრულ ღორში დაავადება შესაძლოა არ გამოვლინდეს კლინიკურად, თუმცა ის იყოს ვირუს მატარებელი. მწვავე მიმდინარეობის დროს სიკვდილი დგება 2-3 დრეში.

პათ-ანატომიური ცვლილებები

  • სისხლჩაქცევები-ხორხზე, ნაწლავებზე, თირკმელზე, ფილტვებზე, სეროზულ გარსებზე, შარდის ბუშტზე.
  • თირკმელი მოგვაგონებს ინდაურის კვერცხს.
  • ლიმფური კვანძები 2-3ჯერ გადიდებული-ალუბლისფერი ან მარმარილოსებრი შეფერვის.
  • სისხლჩაქცევები ნეკნებზე.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

მკურნალობის მეთოდები შემუშავებული არ არის. ერთადერთი გზა დავიცვათ ცხოველი დაავადებისგან არის – ვაქცინაცია და ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვა.