ლეპტოსპიროზი – ცხოველებისა და ადამიანების ინფექციური დაავადებაა, ღორებში ძირითადად ვლინდება უსიმპტომო ფორმებში და ახასიათებს აბორტები.

 ლეპტოსპიროზის აღმძვრელი გამოიყოფა დაავადებული ცხოველებისგან, ძირითადად შარდთან ერთად. გადამტანი გარემო ფაქტორებიდან შეიძლება ჩაითვალოს: წყალი, საკვები, ქვეშსაფენი, სამუშაო ინვენტარი. წყალში და საკვებში ლეპტოსპირები არა მხოლოდ ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას, არამედ მრავლდებიან კიდევაც. ორგანიზმში აღმძვრელი ხვდება როგორც დაავადებული ღორის, ასევე საქონელის, ცხენის, ძაღლის და ადამიანისგან. ლეპტოსპიროზის ამთვისებელია ნებისმიერი ასაკის ღორი. ხშირია დაავადების აფეთქება კეთილმოწყობილ ფერმაში ახალი – დაავადებული ღორის შეყვანის დროს. დაავადების მიმდინარეობა არ არის სეზონური, რადგან ფერმებში არსებული მიკროკლიმატი სრულიად აკმაყოფილებს ბაქტერიებს.

კლინიკური გამოვლინება

ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 3 დან 14 დღემდე, დაავადება ძირითადად მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე. აშკარა სიმპტომები ვლინდება დაავადების პირველ დღეებში, იზრდება სხეულის ტემპერატურა 40.5-41.5°C-მდე. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით ღორისთვის არ არის დამახასიათებელი სიყვითლე.

ძირითად კლინიკურ ნიშნად ლეპტოსპიროზის დაავადების დროს ღორებში წარმოადგენს – აბორტი. გოჭები ლეპტოსპირების მიმართ მუცელშივე ხდებიან მგრძნობიარები. როგორც წესი, აბორტი ხდება მაკეობის ბოლო მესამედში. გოჭების ნაწილი შეიძლება იყოს მუმიფიცირებული, ნაწილი იბადება და კვდება სიცოცხლის პირველივე დღეებში. თუ გოჭები ჩნდებიან შინაგანი ორგანოების უმნიშვნელო ცვლილებებით, შესაძლოა მათი გადარჩენა, რადგან დედის რძესთან ერთად ისინი იღებენ სპეციფიკურ ანტისხეულებს.

სიმპტომების სახეობა

  • სისუსტე, ბარბაცით სიარული;
  • სხეულის ტემპერატურა 41.5°C-მდე;
  • ანემია;
  • მოშარდვისას ტკივილი, სისხლიანი შარდი;
  • ხშირი პულსი;
  • სუნთქვისას ტკივილი;
  • სისხლჩაქცევები ლორწოვან გარსებზე, კანზე;
  • ხანგრძლივი მკურნალობის არ არსებობის დროს – ღვიძლის დაზიანება, გულის უკმარისობა, სიკვდილი.
აბორტი

ძირითად ეპიზოოტოლოგიურ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს დაავადების სიმპტომების არ არსებობა, თუმცა ცხოველი რჩება დაავადების გადამტანად.

გოჭებში, 1-დან 4 -თვემდე, კლინიკურის ნიშნები ვლინდება – საკვების უარყოფით, ფაღარათით, რინიტით, თვალების ანთებით, ხველებით, ყურებისა და კუდის სილურჯით, რომელიც მთავრდება ნეკროზით.

პროფილაქტიკა, ბრძოლის ღონისძიებები და მკურნალობა

ლეპტოსპიროზის მკურნალობისთვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა ახალი თაობის ანტიბაქტერიული საშუალებები.

 მნიშვნელოვან როლს ლეპტოსპიროზის პროფილაქტიკაში თამაშობს ვაქცინაცია. ამავდროულად იმუნიზაციას ექვემდებარება: ყველა ჯანმრთელი ცხოველი, რომელიც მოთავსებულია დაავადების ბუნებრივ კერებში; ღორის გამოსაზრდელ მეურნეობებში, რომლებშიც ხდება ღორის უკონტროლო შემოყვანა და იმ მეურნეობებში სადაც დაფიქსირებულია ლეპტოსპიროზი.

 პროფილაქტიკა ითვალისწინებს ახალი ცხოველების კარანტინში მოთავსებას, მეურნეობაში დეზინფექცია-დერატიზაციის ჩატარებას, ღორების გეგმიურ შემოწმებას, დაავადებული და დაავადებაზე ეჭვმიტანილი ღორების იზოლაციას და ღორების ბუნებრივ აფეთქების კერებში გაყვანის აკრძალვას.

 მეურნეობას, რომელშიც დაფიქსირებულია ლეპტოსპიროზი აცხადებენ არაკეთილსაიმედოდ. ლეპტოსპიროზის დაფიქსირების დროს აკრძალულია ღორების გადაჯგუფება, ცხოველების გაყიდვა, როგორც წარმოებისთვის, ასევე პირადი მოხმარებისთვის. არაკეთილსაიმედო მეურნეობაში ატარებენ ღორის ვაქცინაციას დაავადების წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია!

  • დროულად და სწორედ ჩატარდეს გოჭების და ღორების ვაქცინაცია;
  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე;
  • სისუფთავე ფერმაში;
  • ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია;
  • ღორებისა და გოჭების იმუნიტეტის ამაღლება (ვიტამინოთერაპია).