ღორის პასტერელოზი – ბაქტერიული დაავადება, რომლითაც ძირითადად ავადდებიან ახალგაზრდა გოჭები. გამომწვევი ბაქტერია Pasteurella multocida. ის აქტიურად მრავლდება შენობებში, რომლებშიც არ არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. პასტერელოზი გამოირჩევა მოკლე ინკუბაციური პერიოდით – 3-4 საათიდან 2 კვირამდე. დაავადება დიდ ზიანს აყენებს ცხოველის ჯანმრთელობას: პასტერელოზით დაავადებული ცხოველების 40%-ის სიცოცხლე ლეტალობით მთავრდება. დაავადების ამთვისებელი ასევე არის ადამიანი.

 დაავადების გამომწვევი მიზეზები

 ბაქტერია Pasteurella multocida-ს თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმში ის ხვდება ბევრი გზით: საკვები, წყალი, აირ-წვეთოვანი გზით და კანიდანაც კი. ყველაზე ხშირია ინფიცირება დაბინძურებული საკვებიდან. დაავადების გადამტანად შეიძლება ჩაითვალოს მწერები და მღრღნელებიც. ბაქტერიები ხშირად ხვდებიან ფერმაში ახალ ნაყიდ ან მოყვანილ გოჭებთან ერთად, რომლებსაც არ აქვთ გავლილი კარანტინი, თუმცა ბაქტერიების მატარებელი შეიძლება იყოს ზრდასრული ღორიც, რომელსაც არ გააჩნია კლინიკური ნიშნები.

 პასტერელა აქტიურად მრავლდება შენობებში, რომლებშიც არ ატარებენ დასუფთავებას, არ ინარჩუნებენ ტემპერატურულ რეჟიმს და ტენს, არ აკვირდებიან საწყურებლების და საკვებურების სისუფთავეს, ხოლო ცხოველთა დასმის სიმჭიდროვე დაშვებულზე მეტია.

ინფექციის წყაროა დაავადებული და დაავადებამოხდილი ღორები, რომლებიც გამოყოფენ აღმძვრელს ცხვირის გამონადენით, სუნთქვით, ნერწყვით და ფეკალით.

ღორის პასტერელოზი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მეღორეობაში. მთავარია – სწორედ მოხერხდეს დაავადების იდენტიფიცირება ფერმაში და დროულად მოხდეს ბრძოლითი ღონისძიებების ჩატარება.

არსებობს დაავადების 3 ფორმა:

  • მწვავე – კანი იფარება წითელი ლაქებით, სხეულის ტემპერატურა მატულობს, ცხვირიდან შეიმჩნევა დიდი რაოდენობით ლორწო. ჩნდება მტკივნეული ხველება, ტკივილი თანდათან მატულობს და განსაკუთრებით შეიმჩნევა შეხებისას. გაღიზიანებული და ზომაში მომატებული ლორწოვანი გარსები ლურჯდება, ლორწოვანი გარსების გადიდება ხანდახან იწვევს დახრჩობას. მკურნალობის დროული არ ჩატარების გამო სიკვდილი დგება ინფიცირებიდან 5-9 დღეში.
  • ზე მწვავე –  ღორი უარს ამბობს საკვებზე, შესამჩნევია კისრის შეშუპება, ქოშინი, გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის გამო კანი ლურჯდება, განსაკუთრებით მუცლის, ბარკლის და ყურების არეალში. სხეულის ტემპერატურა მალე მატულობს 41 გრადუს ცელსიუსამდე.
  • ქრონიკული – გამწვავების შემდეგ მდგომარეობა სტაბილირდება, თუმცა ღორს მაინც ახველებს. კანზე შესამჩნევია ანთებითი წითელი ლაქები, სახსრები გასიებულია. ღორი თანდათან იკლებს წონაში და შესაძლოა 1-2 თვის განმავლობაში შედეგი დამთავრდეს ლეტალობით.

დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა

დიაგნოსტიკას ატარებენ სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევით, კლინიკური ნიშნებით და პათ-ანატომიური მასალის შესწავლით.

 მაქსიმალურ ეფექტს პასტერელოზთან ბრძოლაში იძლევა ახალი თაობის ანტიბიოტიკები.

მნიშვნელოვანია!

  • დროულად და სწორედ ჩატარდეს გოჭების და ღორების ვაქცინაცია;
  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე;
  • სისუფთავე ფერმაში;
  • ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია;
  • ღორებისა და გოჭების იმუნიტეტის ამაღლება (ვიტამინოთერაპია).