წითელი ქარი – ინფექციური დაავადება, რომლითაც ძირითადად ავადდება 3-12 თვის ასაკის ღორები. ძირითადი გადამტანია დაავადებული ცხოველი, ასევე გარეული ფრინველი და მღრღნელები. აღმძვრელის გადამტან ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს დაავადებული ღორის ხორცის პროდუქტები და სუბ-პროდუქტები, ასევე საკვები, წყალი, ნიადაგი, ქვეშსაფენი, ფეკალი და მოვლა-შენახვის ხელსაწყოები, საღორეში და ასევე მცირე დასახლებულ პუნქტში დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს ბუზები და კოღო, რომელიც იკვებება ინფიცირებული ღორის სისხლით.

 უშუალოდ დაავადების აღმძვრელია ბაქტერია Ery-sipelotrix isidiosa, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ეჩვევა საცხოვრებლ გარემო პირობებს. იმის გამო, რომ დაავადების გადატანა შეიძლება მოხდეს ნიადაგიდან, დაავადებას ახასიათებს სეზონურობა: ხშირი აფეთქება შესამჩნევია მხოლოდ წელიწადის თბილ დროს.

 წითელი ქარი გვხვდება პრაქტიკულად ყველგან და ხშირად რისკის ზონაში ხვდება ახალგაზრდა გოჭები.

მაღალი გარე ტემპერატურა და მომატებული ტენი, ცუდი ვენტილაცია საღორეში, საკვების რაციონის სწრაფი შეცვლა და სხვა სტრეს ფაქტორები ამცირებენ ღორის რეზისტენტობას წითელი ქარის მიმართ და უზრუნველყოფს დაავადების ფარული ფორმიდან კლინიკურ ფორმაში გადასვლას.

დაავადება მიმდინარეობს ოთხ ფორმაში: ელვისებური, მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული.

  1. ელვისებური ფორმა გვხვდება ძალიან იშვიათად. სიმპტომები: დაავადებული ცხოველის ტემპერატურა სწრაფად იზრდება 41 оС-მდე, ღორი უარს ამბობს საკვებზე და ჩნდება გულის უკმარისობა. რამდენიმე საათში გოჭი კვდება.
  2. მწვავე მიმდინარეობა – დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის სწრაფი ავარდნით 42 оС – 43 оС-მდე, გოჭი სრულიად უარს ამბობს საკვებზე, მძაფრდება წყურვილის გრძნობა, გულის ფუნქცია იშლება, ჩნდება ყაბზობა, რომელსაც დროის პერიოდში ენაცვლება ფაღარათი. ხშირად შეიმჩნევა კონიუქტივიტი (თვალების ლორწოვანი გარსის ანთება). ცალკეულ ინდივიდებში შესამჩნევია ღებინება. ღორს უჭირს მოძრაობა და ძირითადად წევს.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის აშლილობის და შემდგომი ფილტვების შეშუპების გამო გაძნელებულია სუნთქვა. ზოგჯერ დაავადების დაწყებიდან 1-2 დღეში კისრის, ზურგის, მხრების და თავის მიდამოში ჩნდება მუქი ვარდისფერი ლაქები, რომელიც დროთა განმავლობაში იცლის ფერს და ხდება მუქი-წითელი ფერის. მწვავე მიმდინარეობა გრძელდება 2-4 დღე და სათანადო მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში ღორი კვდება.
  3. ქვემწვავე მიმდინარეობა – ყველაზე ხშირად გვხვდება ღორში. სიმპტომებიდან შესამჩნევია ზოგადი სისუსტე, მადის დაკარგვა და წყურვილის გაძლიერება, ფაღარათი, კონიუქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება). დასნებოვნებიდან 1-2 დღეში კისრის, ზურგის, მხრებისა და თავის არეში ჩნდება უფერო შესივება, რომლებიც დროის შემდეგ მუქდება. კანზე მსგავსი გამონაყარის გაჩენის შემდეგ ღორის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურდება. სწორის მკურნალობის ჩატარების დროს ლაქები კარგავენ ფერს, ხოლო გართულების შემთხვევაში ორგანიზმი უარყოფს შესიებულ ლაქებს და ჩნდება ფუფხოვანი ქსოვილი.
  4. ქრონიკული მიმდინარეობა – ვლინდება ნეკროზთან, შინაგანი ორგანოების დაზიანებასთან და გულის მუშაობის პრობლემებთან ერთად. სხეულზე ლაქები მოიცავს დიდ ფართობს და გააჩნია გახრწნილი ფუფხი. ღორი ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში. დაავადების ეს მიმდინარეობა გრძელდება რამდენიმე თვე.

ღორის წითელი ქარის დიაგნოსტირების დროს საწარმოში წესდება შეზღუდვები (კარანტინი) და იკრძალება დაავადებული ცხოველის გადაადგილება როგორც საწარმოო ასევე პირადი მოხმარებისთვის, ასევე დაუშვებელია ნებისმიერი პროდუქტის გატანა, რომელსაც შეხება ჰქონდა დაავადებულ ღორებთან.

  წითელი ქარით დაავადებულ ღორს უტარებენ მკურნალობას ჰიპერიმუნური შრატით ანტიბიოტიკებთან ერთად.

  კლინიკურად ჯანმრთელ ღორებს არაკეთილსაიმედო გარემოში უტარებენ ვაქცინაციას წითელი ქარის წინააღმდეგ და აკვირდებიან 10 დღის განმავლობაში. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დასნებოვნებული ღორი გამოჰყავთ გუნდიდან იზოლაციაში და უტარებენ მკურნალობას.

  არაკეთილსაიმედო საწარმოდან ან საცხოვრებელი პუნქტიდან კარანტინს ხსნიან ბოლო დაფიქსირებული გამოჯანმრთელებული ცხოველის ათვლის დღიდან 14 დღეში. ამავდროულად დაწვრილებით ატარებენ აღჭურვილობის მექანიკურ დაწმენდას, დეზინფექციას და ატარებენ სრულ ვაქცინაციას წითელი ქარის წინააღმდეგ.

  პროფილაქტიკა ითვალისწინებს ვეტერინარულ-სანიტარიული წესების მკაცრ დაცვას, დასმის სიმჭიდროვის გათვალისწინებას, მოვლა-შენახვისა და კვების ნორმების დაცვას და ასევე სწორ ტრანსპორტირებას.

მნიშვნელოვანია!

  • დროულად და სწორედ ჩატარდეს გოჭების და ღორების ვაქცინაცია;
  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე;
  • სისუფთავე ფერმაში;
  • ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია;
  • ღორებისა და გოჭების იმუნიტეტის ამაღლება (ვიტამინოთერაპია).

როგორ განვასხვავოთ წითელი ქარი სხვა დაავადებებისგან?

  • წითელი ქარის დროს კანზე ჩნდება გეომეტრიული ფორმის ფიგურები;
  • სარქველებზე შესამჩნევია მეჭეჭები;
  • ვირუსულ დაავადებებთან განსხვავებით შესაძლოა ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

დაავადების აფეთქების თავიდან აცილების წინაპირობას წარმოადგენს გოჭების სწორი ვაქცინაცია წითელი ქარის წინააღმდეგ ჰიპერიმუნური შრატით  2 თვის ასაკიდან. მკურნალობის დროს კარგ შედეგს იძლევა პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები.