ნებისმიერ ფერმერს ესაჭიროება მშვიდი, გამძლე და პროდუქტიული საქონელი. ერთ-ერთი გამორჩეულ ჯიშად შეიძლება ჩაითვალოს შვიცი, რომლის შესახებ ვეცდებით გაგიზიაროთ ინფორმაცია.

წარმოშობის ისტორია

შვიცის ჯიშის საქონელი მიღებული იყო მონაზონ-ბენედიკტანტების მიერ, შვეიცარიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მონაზვნები კლდიან არეში ტვირთის გადასატანად იყენებდნენ ხარებს, რადგან ცხენი ფიზიკურად ვერ ახერხებდა ასვლას. დროის განმავლობაში სელექცია იხვეწებოდა და წარმოიქმნა ახალი უნივერსალური ჯიში, რომელსაც შეეძლო ტვირთის ტარება, იძლეოდა კარგი ხარისხობრივი მაჩვენებლის მქონე ხორცს და დიდი რაოდენობით რძეს. გენეტიკის საფუძვლად გამოყენებული იყო ადგილობრივი მოკლე რქიანი საქონელი, რომელიც გამოირჩეოდა გამძლეობით ბუნებრივ-კლიმატურ პირობების მიმართ.

ითვლება, რომ ჯიში დარეგისტრირებული იყო XIV საუკუნეში, თუმცა ჯიშის დამახასიათებელი სანაშენე წიგნი პირველად შეიქმნა 1879 წელს. ამ დროისთვის ზოოტექნიკოსებმა უკვე დაიწყეს მუშაობა საქონლის პროდუქტიულობის ამაღლების მეთოდებზე და უყურებდნენ საქონელს, როგორც სოფლის მეურნეობის განუყოფელ ნაწილს.

გავრცელების არეალი

დრო და დრო საშუალო ზომის და გარემო პირობების მიმართ გამძლე ძროხები ვრცელდებოდნენ ალპებში, ხოლო ალპებიდან სცდებოდნენ ჰორიზონტს. ამ ჯიშის სიმშვიდე და გამძლეობა უთუოდ იყო შეფასებული სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სხვა.

საქართველოში შვიცის ჯიშის საქონელი შემოყვანილი იყო დაახლოებით XIX საუკუნის ბოლოს, თუმცა სელექცია და გამრავლება მიდიოდა ძალიან ნელა, რადგან ვერ ხერხდებოდა საქონლისთვის სრული და საჭირო საკვები რაციონის მიწოდება.

დროთა განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა ნაწილში შვიცებს აჯვარებდნენ ადგილობრივ საქონელთან და სელექციის დახვეწისას შეიქმნა ქვეტიპები:

  • მდელოს შვიცი – რძის წველადობის მაღალი მაჩვენებელი, სხეულის ნაკლები მასით. ეს ქვეტიპი დამახასიათებელი იყო ავსტრიისთვის, გერმანიისთვის, რუმინეთისთვის;
  • მთის შვიცი – უფრო დიდი სხეულის მასის; ამ ქვეტიპს ამრავლებენ იტალიასა და საფრანგეთში, დიდი რაოდენობის ხორცის მისაღებად.

ჯიშის მახასიათებლები

ყავისფერი შვიცის მაჩვენებლები მოიცავს:

  • კიდურების სწორი განლაგება, მაჯის 20სმ-მდე რადიუსით;
  • მკერდის რადიუსი 190 სმ-მდე;
  • მხრის სიმაღლე 130-150 სმ; დიდ ინდივიდებში 155სმ-მდე. სხეულის სიგრძე აღწევს 170 სმ;
  • ცოცხალი მასა მდედრ ინდივიდში საშუალოდ 500-550 კგ; კურო მწარმოებლის წონა აღწევს 1100 კგ-ს.

შვიცებისთვის დამახასიათებელია შედარებით ერთგვაროვანი შეფერილობა. ხშირად შესამჩნევია თეთრი წრე ცხვირის სარტყელის მიდამოში. ამ ჯიშისთვის ხშირად დამახასიათებელი ფერებია – რუხი, ყავისფერი, ნაცრისფერ-კრემისფერი შეფერილობა, რომელიც უფრო ღია ტონებისაა შუბლის, მუცლის და კუდის არეში.

დღესდღეობით ჩამოყალიბდა ჯიშის სამი ძირითადი ტიპი და განვიხილოთ თითოეული მათგანი:

მერძეული ტიპი – სხეულს ახასიათებს წაწვეტებული ფორმები, სხეულის კორპუსი წაგრძელებულია, კუნთების განვითარება ზომიერია. დიდი პოპულარულობით სარგებლობს მცირე და საშუალო ზომის ფერმებში.

მერძეულ-მეხორცული ტიპი – სხეულის აღნაგობა პროპორციულია, ზურგი სწორი და ფართოა. ხშირად ეს ტიპი გავრცელებულია მცირე შიდა მეურნეობებში;

მეხორცულ-მერძეული ტიპი – კონსტიტუცია საკმაოდ სუსტი და კომპაქტურია. ეს ტიპი შეზღუდული რაოდენობით იზრდება შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში და ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ნაზი საქონლის ხორცის მისაღებად.

ამ ცხოველების განმასხვავებელი ნიშანი არის რქების დაბოლოვების მუქი-შავი შეფერილობა. ენა ყოველთვის რუხი ფერისაა, ხანდახან გამოკვეთილი ლურჯი შეფერილობით. ხბოებში შესამჩნევია ყურების თეთრი ელფერი.

პროდუქტიულობა

ყავისფერი შვიცები მშვენივრად იჩენდნენ თავს როგორც მერძეული ასევე მეხორცული მიმართულებით. როგორც პროდუქტი ხორცი გამოდის საკმაოდ დიეტური, და თამამად გამოიყენებოდა გამოსაჯანსაღებელ დაწესებულებებში, მათ შორის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. კასტრირებული ხბოები დღე-ღამის განმავლობაში იმატებენ საშუალოდ 0.8-1.1 კილოგრამ ცოცხალ მასას და 18 თვის ასაკში აღწევენ ნახევარ ტონა ცოცხალ მასას. ხორცის გამოსავლიანობა შეადგენს დაახლოებით 58-60%-ს.

მერძეულ-მეხოცულ მიმართულების შვიცის რძის წველა წელიწადის განმავლობაში (საშუალო ლაქტაციის პერიოდი 300 დღე) აღწევს 3.5-4 ტონას. ხოლო მერძეული მიმართულების შვიცების წლიური მონაწველი აღწევს 5 ტონას. უნიკალურ ინდივიდებს მეორე მაკეობის შემდგომ შეუძლიათ მოიწველონ 10 ტონამდე წელიწადში.

საშუალოდ, ერთ საქონელს, წველადობის პიკში, დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია მოიწველოს 18-22 ლიტრი რძე. მშრალობის პერიოდის მოახლოებისკენ ეს ციფრი უახლოვდება 8-10 ლიტრს. პროდუქტის ცხიმიანობა მერყეობს 3.7-3.8% (დამოკიდებულია რაციონზე და ადგილმდებარეობაზე), ცხიმის მაჩვენებელი შეიძლება აიწიოს 4.5%-მდეც. რძე გამოირჩევა მკვეთრი გემოვნური თვისებებით და ხშირად გამოიყენება შვეიცარიული, მყარი ყველის დასამზადებლად.

ჯიშის ძლიერი და სუსტი მხარეები

ამ ჯიშის დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრისთვის, თავდაპირველად აუცილებელია იმისი გათვალისწინება, რომ შვიცი არის უნივერსალური საქონელი. სპეციალიზირებულ ჯიშებისგან განსხვავებით, ის იძლევა ორივე სახლის პროდუქტს რაოდენობით, რაც ეყოფა პატარა ან საშუალო ზომის ფერმას.

ძლიერი მხარე

მნიშვნელოვან ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს შვიცის ადაპტაციის უნარი, რომელიც უსტრესოდ და სწრაფად ეჩვევა გარემო პირობებს და ინარჩუნებს პროდუქტიულობის მაღალ მაჩვენებლებს.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან მცირე ცვლილებები საკვებ რაციონში უარყოფითად არ მოქმედებს ცხოველის ჯანმრთელობაზე. შვიცი სწრაფად განიცდის ადაპტაციას ახალ რეგიონში მოხვედრისას და მარტივად გადააქვთ მკვეთრი კლიმატური ცვლილებები. თუმცა გასათვალისწინებელია – რაც უფრო ახალგაზრდაა ცხოველი, მით უფრო სწრაფად ის  განიცდის ადაპტაციას.

სხვა ყველა თვისებიდან აღსანიშნავია:

  • საჭირო დრო სიმწიფის მისაღწევად – დაახლოებით 18 თვის ასაკში საქონელი მზად არის ორივე მიმართულებისთვის;
  • რძის ცხიმის მაღალი მაჩვენებელი – 4.5%-მდე;
  • ძლიერი იმუნიტეტი;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • მეგობრული და მშვიდი ხასიათი;
  • სილამაზე.

უარყოფითი მხარე

ძირითად უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ცურის აგებულება. შვიცის ცურის ფორმა ხშირ შემთხვევაში მრგვალი ფორმისაა, ხოლო ცურთითები საშუალო ზომის, ცილინდრული მოყვანილობისაა. გარდა ამისა მერძეულ-მეხორცულ მიმართულებას უყალიბდება ფინჯნის ფორმის სარძევე ჯირკვალი, რაც აფერხებს საწველი აპარატით ცურის წველას. მერძეული მიმართულების ქვეტიპს კი ახასიათებს ცურის არასწორი აგებულება, რა დროსაც ცურთითები ერთმანეთთან ახლოს არიან განლაგებულები, რაც აფერხებს მექანიკურ წველას.

ხშირია შემთხვევები, როდესაც საქონელზე შესამჩნევია არა 4, არამედ 6 ცურთითი, ხოლო მათი სიგრძე ვერ აღწევს 5 სანტიმეტრსაც.

ასევე განსხვავებულია წველის ინტენსივობაც. იმ შემთხვევაში, თუ მაღალპროდუქტიულ ფურებში წველის ინტენსივობის მაჩვენებელი მერყეობს 1.5-2.5 კგ წუთში, შვიცის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ უტოლდება 1.1-1.3 კილოგრამს წუთში.

შვიცებს არ უყვართ რაციონის მკვეთრი ცვალებადობა. საკვები ულუფის რაოდენობის და რაციონის მკვეთრი შეცვლა მყისიერად მოქმედებს მათ პროდუქტიულობაზე.

შენახვის თავისებურებები

მრავალწლიანი სელექციის შედეგად შვიცის ჯიშის ძროხა მშვენივრად არის შეჩვეული საძოვრებს, მათ შორის მთიანი რეგიონების საძოვრებსაც. საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ზამთარში გარემო ტემპერატურა მერყეობს 0 გრადუსთან, შესაძლებელია შვიცების შენახვა ღია ცის ქვეშ. შვიცები თანაბრად კარგად ეჩვევიან როგორც მშრალ და ცხელ კლიმატს, ასევე ნესტიან და გრილს.

კერძო მეურნეობაში ასევე ხშირია საქონლის კომბინირებული შენახვა, რა დროსაც ზაფხულის პერიოდში ძროხები ატარებენ დროს საძოვრებზე, ხოლო ცივ პერიოდში – დახურულ შენობაში.

შენობაში საქონლის შენახვისთვის აუცილებელია კარგი ვენტილაცია და ფერმის დასუფთავება ფეკალური მასებისგან დღეში არანაკლებ ორჯერ. ფურს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამოძრაო სივრცე – არანაკლებ 9-10 კვადრატული მეტრი ერთ სულზე. იმ შემთხვევაში, თუ შენობას აქვს თბო იზოლაცია, დამატებითი გამათბობელის დამონტაჟება არ არის აუცილებელი. შვიცის ჯიშისთვის საკმარისია 5oC, ასევე ზამთრის პერიოდში საქონელს ეზრდება უფრო ხშირი და გრძელი ბეწვი.

განათება ფერმაში საკმარისია ბუნებრივიც, რა დროსაც ფერმის კედლებზე აუცილებელია ფანჯრების დამონტაჟება. სასარგებლოა დღის განმავლობაში შვიცების გასეირნება სუფთა ჰაერზე, ამისთვის ფერმას უნდა ჰქონდეს შემოღობილი ტერიტორია – ერთ სულზე  15 კვ/მ გათვალისწინებით.

მოძრაობა უზრუნველყოფს სისხლის სწორ მიმოქცევას, რაც თავის მხრივ ახდენს სხვადასხვა დაავადებების პრევენციას. შესაძლებელია ხბოების ყოველდღიური გაშვება სასეირნოდ. იმ შემთხვევაში, თუ გარემო ტემპერატურა 10oC– ზე დაბალია დაუშვებელია ფურების გაშვება სასეირნოდ, რადგან არსებობს ცურის გაციების დიდი ალბათობა.

ჯანმრთელობა

შვიცის ჯიშის საქონელს გააჩნია საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი. ამ თვისებას ენიჭება დიდი უპირატესობა სრული წლის განმავლობაში თავისუფალი შენახვის დროს. შვიცის ჯიშის საქონელში იშვიათია სასუნთქი გზების დაავადებები და ზოგადად ის გამძლეა დაავადებების მიმართ. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად ერთადერთი მიზეზი, რომელიც იწვევს დაავადებებს არის მოვლა-შენახვის და სანიტარია-ჰიგიენის წესების დარღვევა.

შვიცის ჯიშის საქონელი საშუალოდ ცოცხლობს 18-20 წელიწადი. დაახლოებით მე-10 წლიდან იწყება საშვილოსნოს პრობლემები, რა დროსაც ვერ ხერხდება საქონლის დამაკება პირველივე ჯერზე, ასევე მცირდება რძის წველის მაჩვენებლები. სიცოცხლის 15 წლის შემდეგ შვიცის რეპროდუქციული ფუნქციები მკვეთრად მცირდება ან ქრება.

გამრავლება

შვიცის ხბოებს პირველად აჯვარებენ 18 თვის ასაკში. უშობელ ფურებს ასევე ამაკებენ 18 თვის ასაკში, მაგრამ იმ პირობით, რომ ცოცხალი წონა მიღწეულია 380კგ-ს. ეს წონა მიუთითებს იმას, რომ საქონელი მიღწეულია ზრდასრულობას, მისი კუნთოვანი მასა საკმაოდ განვითარებულია, რაც აუცილებელია მაკეობის, მშობიარობის და ლაქტაციის ნორმალური მსვლელობისთვის.  

ახალშობილი ხბოები იბადებიან არანაკლებ 35-40 კგ ცოცხალი წონისა. დაახლოებით 1 წლის ასაკში ისინი აღწევენ 250 კგ სხეულის ცოცხალ მასას.

შვიცის შეძენა – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

შვიცის შეძენისას აუცილებელია დავრწმუნდეთ დოკუმენტების ჭეშმარიტებაში (პასპორტი, ვეტერინარული მონაცემები, რეგიონი ან რაიონის ეპიდემიოლოგიური მონაცემები). ასევე:

  • აუცილებელია დადგენილი იყოს შვიცის ზუსტი ასაკი, რადგან მე-5-6 მაკეობის შემდეგ რძის წველის მაჩვენებელი მკვეთრად კლებულობს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ზუსტი ასაკის დადგენას, დაუკავშირდით ვეტერინარს, რომელიც დაადგენს ფურის ზუსტ ასაკს კბილების დათვალიერების მეშვეობით.
  • ჯანმრთელობის სტატუსის შეფასება ხდება ცხოველი სიარულის მანერით; რამდენად მოქმედებს გარემო გამაღიზიანებელი ფაქტორები საქონელზე; ბეწვის ბზინვარებით. დაუშვებელია საქონელს ჰქონდეს თვალებიდან გამონადენი, კანის დაზიანება, სისხლჩაქცევები ფეხებზე ან წამონაზარდი ჩლიქებზე.
  • შვიცის ექსტერიერის შეფასებისას, დაუშვებელია გადახრა სტანდარტებიდან, როგორიცაა წელის ჩავარდნა, მოგრეხილი ფეხები ან მათი სისუსტე.
  • ცურის დათვალიერებისას აქცევენ ყურადღებას მის მოცულობას, ფორმას, ცურთითების შორის მანძილს, სარძევე ვენების სისქეს.
  • სასურველია მომწოდებლის გამოკითხვა არჩეული ფურის მშობლის პროდუქტიულობის შესახებ, მშობიარობის დროს გართულებების შესახებ; ასევე, თუ რომელ საკვებს ამჯობინებდა მშობელი.  

შეჯამება

შვიცის 700 წლიანი ისტორია ამტკიცებს, რომ ეს ჯიში არის საკმაოდ უნივერსალური. ის იყოფა სამ ქვეტიპად და თითოეული მათგანი მიზანმიმართულია რძის ან ხორცის წარმოებისთვის. შვიცი გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტით და გამძლეობით გარემო პირობების მიმართ. ერთადერთ სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მექანიკური წველის გართულების ხშირი შემთხვევები.

შვიცის ჯიშის შერჩევა არის კარგი გადაწყვეტილება საშუალო ზომის წარმოებისთვის.