ჩვენ შესახებ

ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლა, წარმოადგენს ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია ,,ნუტრიმაქსის“ პროექტს, რომლის მიზანია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის დარგში თანამედროვე ცოდნის, მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. 

პროექტი არის კომპანია ,,ნუტრიმაქსი“-ს სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი. მის ფარგლებში ფერმერებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია, თანამედროვე ცოდნა ცხოველებისა და ფრინველების გამოზრდის, ფერმის მენეჯმენტის, დაგეგმვისა და სწორად ორგანიზების შესახებ. 

„ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის“ facebook ჯგუფში გაწევრიანებისათვის მიჰყევით ბმულს https://bit.ly/39CoTcS