ბოცვერი – არის ნაზი არსება, რომელიც მარტივად ამთვისებელია სხვადასხვა დაავადებების მიმართ. მათი გამრავლება არ არის მარტივი საქმე, რადგან ბოცვერი ხშირად ავადდება საშიში დაავადებით – კოქციდიოზით. იმისთვის, რომ დავიცვათ გუნდი სიკვდილისგან აუცილებელია ვიცოდეთ ამ დაავადების გამოვლინება და მეთოდები, თუ როგორ გავუმკლავდეთ მას.

კოქციდიოზი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ერთუჯრედიანი პარაზიტი – კოქციდია, რომლები აზიანებენ ცხოველის ღვიძლსა და ნაწლავებს. დაავადების მიმართ მეტი ამთვისებლობით გამოირჩევიან ახალგაზრდა ბოცვრები 3-4 თვის ასაკში, თუმცა ეს დაავადება შეიძლება შეხვდეს ზრდასრულ ორგანიზმსაც.

 არსებობს მოსაზრება, რომ ბოცვერი იბადება უკვე დასნებოვნებული, მცირე რაოდენობით კოქციდიების არსებობა ორგანიზმში არ წარმოადგენს საშიშროებას, მანამ სანამ მათ არ შევუწყობთ ხელს აქტიური გამრავლებისთვის.

კოქციდიოზით დაზიანებული ორგანოები აღდგენა ძალიან რთულია, რის შედეგად ვერ ხდება საკვების სრულად ათვისება, ორგანიზმი ვეღარ შეიწოვს საჭირო კომპონენტებს, რის შედეგად ბოცვერი კარგავს წონას, ორგანიზმი იფიტება და ცხოველი კვდება.

ხშირ შემთხვევაში დაავადების ათვისება ხდება საკვების შეცვლის დროს, ეს ხსნის იმ ფაქტს როდესაც ბოცვერი ავადდება ასხლეტის შემდეგ, იმ დროს როდესაც წყვეტს დედის რძის მიღებას და გადადის უხეშ საკვებზე.

დაავადების გავრცელების ფაქტორები

დაავადების ძირითადად გადადის კონტაქტურად. ფეკალური მასები შეიცავენ დიდი რაოდენობით კოქციდიებს. ხშირია ამ მასების მოხვედრა საკვებში, მოვლა შენახვის ნივთებზე, სწორედ ამ გზით ხდება ჯანმრთელი ორგანიზმის დასნებოვნება.

ასევე გამავრცელებელი ფაქტორებია:

  • საკვები, წყალი, რძე, რომლებიც შეიცავენ კოქციდიებს;
  • დასნებოვნებული ბოცვრის ფეკალი;
  • დედა ბოცვრისგან, რომელიც დაავადებულია კოქციდიოზით;
  • მწერები, მღრღნელები, ჩიტები;
  • დაბინძურებული სამუშაო აღჭურვილობა, სამუშაო ფორმა;
  • სხვადასხვა ასაკის ბოცვრის შენახვა ერთ გალიაში;
  • ანტისანიტარიული პირობები – ჭუჭყი, ნესტი, ორპირი ქარი;
  • გალიის არახშირი დასუფთავება;
  • ვიტამინების და მიკროელემენტების უკმარისობა;
  • საკვების სწრაფი შეცვლა.

დაავადება არ გადადის აირ-წვეთოვანი გზით, თუმცა გააჩნია ეპიდემიოლოგიური ხასიათი, რადგან სწრაფად ვრცელდება სხვადასხვა გალიაში საკვებიდან, მოვლა შენახვის ნივთებიდან, რის შედეგად ავადდება ბოცვრების სრული გუნდი. კოქციდია ძალიან გამძლეა გარემო ფაქტორების მიმართ, ხანდახან სადეზინფექციო საშუალებაც ვერ ანადგურებს მას, ამის გამო რეკომენდირებულია შენობის დამუშავება ცხელი წყლით.

დაავადების მიმდინარეობს ორ ადგილას, კუჭ-ნაწლავში და ღვიძლში, ამის მიხედვით განსხვავდება სიმპტომატიკაც.

სიმპტომები

მწვავედ მიმდინარე კოქციდიოზის დროს სიმპტომები ვლინდება დაავადებიდან მესამე დღეს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კოქციდიოზი ითვლება საშიშ ფორმად, რადგან სწრაფად ვითარდება და მიმდინარეობს ძირითადად მწვავე ფორმაში, ამ მსვლელობის დროს სიმპტომებია:

  • მწვავე დიარეა, რომელიც სწრაფად იცვლება გაუვალობით;
  • ფეკალში შეიმჩნევა ლორწოს და სისხლის მინარევები;
  • სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, ხელის შეხებითაც იგრძნობა სიმხურვალე;
  • მუცლის შებერვა;
  • მადის დაქვეითება ან სრული არ არსებობა;
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • ჩირქოვანი გამონადენი თვალიდან, ცხვირიდან;
  • აბურძგნული ბეწვი;

სიკვდილამდე ბოცვერს უვითარდება ძლიერი კრუნჩხვები. ცხოველი ვარდება ზურგზე, წევს თავს უკან და ამოძრავებს თათებს. კოქციდიოზის დასადგენად ხდება ცხოველის პათ-ანატომიური გაკვეთა.

ღვიძლის ფორმის დროს სიმპტომატიკა არ არის ასეთი მკაფიო, თუმცა დაავადების მსვლელობა ხდება 30-60 დღის განმავლობაში.

სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მიმდინარეობის მსგავსია, თუმცა განსხვავება ის არის, რომ თვალების ლორწოვანი გარსის შეფერილობა ხდება ყვითელი და ღვიძლზე ჩნდება თეთრი ლაქები.

ხშირია დაავადების მიმდინარეობა ორივე ფორმით.

პრევენცია და მკურნალობა

  • გამოკვებეთ ბოცვერი მაღალი ხარისხის საკვებით;
  • დაიცავით ჰიგიენურ-სანიტარიულო ნორმები, დაავადების პირველი გამავრცელებელია ჭუჭყიანი ფერმა, დროულად დაასუფთავეთ ფერმა და ჩაატარეთ დეზინფექცია;
  • კვების რაციონში შეიყვანეთ ყველა ის საჭირო ნივთიერება, რაც საჭიროა ორგანიზმის სრულფასოვანი ზრდისთვის – ვიტამინები ( A;B;C;D), მინერალები და ა.შ;
  • კვების შეცვლა მოახდინეთ ეტაპობრივად;
  • დაუშვებელია ფერმაში სინესტე, რადგან სწორედ ასეთი პირობებით ხდება კოქციდიის გამრავლების ხელშეწყობა;
  • მოახდინეთ ახალი ნაყიდი ბოცვრების იზოლაცია (კარანტინი)
  • არ მოათავსოთ სხვადასხვა ასაკის ბოცვერი ერთ გალიაში.

კოქციდიოზის მკურნალობა ბოცვერში საკმაოდ რთულია მათი მომნელებელი სისტემის თავისებურებების გამო, მკურნალობისთვის გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატები – კოქციდიოსტატები და კოკქციდიოციტები. თუმცა გასათვალისწინებელი ის არის, რომ მკურნალობას ყოველთვის ჯობია პრევენცია.